ჩვენი სერვისები
აღმოაჩინეთ ჩვენი სერვისები და გაითვალისწინეთ რომ ეს ყველაფერი არ არის! ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად მივუდგეთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.
მერანი გთავაზობთ თანამშრომლობის თქვენზე მორგებულ პირობებს.


გზავნილის გაგზავნა ჩვენი სერვისცენტრიდან
ჩვენს მომხმარებლებს საშუალება აქვთ გვეწვიონ ფილიალებში და გაგზავნონ გზავნილები ოპერატორის დახმარებით.
სერვისცენტრიდან გზავნილის გაგზავნის უპირატესობები
გზავნილის რეგისტრაციაში გეხმარებათ კეთილგანწყობილი და პროფესიონალი ოპერატორი
სერვისცენტიდან გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში, თქვენ ისარგებლებთ დამატებითი ფასდაკლებით
გზავნილის გაგზავნა კურიერის საშუალებით
გამოიძახეთ კურიერი კვირის ნებისმიერ დღეს
არასდროს ყოფილა გზავნილის გაგზავნა ასეთი მარტივი!
დაგვირეკე კვირის ნებისმიერ დღეს, 10 საათიდან 5 საათამდე და გამოიძახე კურიერი სასურველ მისამართზე.
ჩვენი კურიერი მოვა უმოკლეს ვადაში და ჩაიბარებს თქვენს გზავნილებს.
გზავნილის ჩაბარების ვადები კი უკონკურენტოა! 12 საათამდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება მოხდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 12 საათის შემდეგ გამოტანილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდება მომდევნო სამუშაო დღეს.


გზავნილის მონიტორინგი რეალურ დროში
გზავნილის ადგილმდებარეობის გადამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მას შემდეგ რაც გზავნილი გადაეცემა კურიერს, ადრესატს ვუგზავნით sms შეტყობინებას, რომელშიც მოცემულია მისი გზავნილის ზუსტი ლოკაცია. მას შეუძლია თ ვალი ადევნოს გზავნილის მოძრაობას და აკონტროლოს კურიერის გადაადგილება gps-ის საშუალებით
თანხის გადახდა კურიერთან (COD)
თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშწორებით COD მომსახურება საშუალებას გაძლევთ, თქვენს კლიენტებს პროდუქტის საფასურის გადახდა მიტანისას შესთავაზოთ. აღნიშნული სერვისი მიზნად ისახავს სანდოობის გაზრდასა და მომხმარებლის კმაყოფილების მატებას. რაც შეეხება ანგარისწორებას, 24-დან 48 საათამდე შუალედში ჩვენ მოვახდენთ თანხების სრულყოფილად მობილიზებას.


ჩაბარების დასტური
გზავნილის ჩაბარების უსაფრთხო მეთოდი
ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი გზავნილის უსაფრთხო მიწოდებაზე, ამისათვის ვაფიქსირებთ ადრესატის ხელმოწერას და ფოტოს ვუღებთ ჩაბარების/წარუმატებელი ჩაბარების შემთხვევაში.
დეტალური ანგარიში
სანდო, დროული და უტყუარი ინფორმაცია ნამდვილი იარაღია ბიზნესის ხელში!
ჩვენთან თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სარგებელია რეპორტინგისა და დეტალური ანგარიშის გაზიარება.
ჩვენ გიგზავნით დროულ, სანდო და ინფორმატიულ ანგარიშებს. მათ შორის გზავნილის ჩაბარების ამსახველი ფოტოსურათებითა და სტატისტიკური შედეგებით.
